მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნე დაიწყო | 31.08.2023

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა ევროპული ტურნე დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, დღეს, შეხვედრა ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა.