ძლიერი წვიმა გურჯაანში და დატბორილი სახლები | 30.08.2023

სტიქია იყო გურჯაანში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, 9 აპრილის ქუჩაზე მაღალსართულიან კორპუსებში წყალი ჩავიდა. დაზარალებულია ათეულობით ადამიანი. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ჩანს დატბორილი ბინა, რომელშიც წყალი ზემოდან ჩაედინება. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა

ადგილობრივები სოციალურ ქსელში ვიდეოების გამოქვეყნებასთან ერთად წერდნენ, რომ გურჯაანში სტიქიამ მათ სახლებს სახურავები ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ,  თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება დაპირების მიუხედავად, დაზარალებულებს არ დაეხმარა. მათივე თქმით, წვიმამ გუშინ სახლებში სწორედ დაზიანებული სახურავების გამო ჩააღწია.