მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა | 30.08.2023

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, შეხვედრებს იწყებს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირველ შეხვედრას პრეზიდენტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა უკეთესი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილს ტურნე საქართველოდან დაეწყო და მესამე პრეზიდენტი შეეწყალებინა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს შეუწყობს.

პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ევროპულ ტურნეს სკეპტიკურად უყურებენ სახელისუფლებო პარტიაში. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ 26 მაისის შემდეგ, როცა ზურაბიშვილმა ახალწვეულებს ცნობილი ტექსტით მიმართა, მისი ქმედებები თვალთმაქცობას ჰგავს.