შიო-მღვიმის მონასტერთან მძიმე ტექნიკა მუშაობს | 29.08.2023

შიომღვიმის მონასტერთან მძიმე ტექნიკა მუშაობს. მონასტერს კლდიდან ჩამოცვენილი ქვებისგან და ნაშალი მიწისგან ათავისუფლებენ. სახიფათო ხევის მიმდებარედ გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია. ახლა სპეციალისტებმა დასკვნა უნდა დადონ თუ, რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს ადგილზე, იმისთვის, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევაში უძველეს სამონასტრო კომპლექს საფრთხე არ დაემუქროს. თვითმხილველების თქმით, შიო მღვიმის მონასტრის მიმდებარედ ქვათაცენა ხშირად ხდება.