25 -ე დღე შოვის სტიქიური უბედურებიდან – 2 ადამიანი კვლავ დაკრგულად ითვლება | 28.08.2023

25 დღე შოვში მომხდარი ტრაგედიიდან. ამ დროის მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ონის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, გარდაცვლილი 31 ადამიანიდან 29 იდენტიფიცირებულია, ორის დნმ-ის კვლევა კი მიმდინარეობს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 2 ადამიანი. სერგი ხიდიშელი ამბობს, რომ ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე თქმით, მაშველები სამძებრო სამუშაოებს სტიქიის ეპიცენტრის გარდა, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში განაგრძობენ და სამუშაოებს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ დაკარგული მოქალაქეების პოვნის მცირედი შანსი მაინც იარსებებს.