უკრაინის გამარჯვება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას -ზელენსკი | 28.08.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომში გამარჯვება მისთვის სასიხარულო იმითაც იქნება, რომ ბელარუსში, საქართველოსა და მოლდოვაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.