მარიამობის სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქმა აღავლინა | 28.08.2023

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის მიძინება უდიდეს თორმეტ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია, რომელსაც წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.

სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა პატრიარქმა ილია მე-2-მ. სიონში იმყოფებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოც. მსახურების შემდეგ, პატრიარქმა მრევლი დალოცა და საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.