აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხთან ინტერვიუში ე.წ. მეორე ფრონტზე საუბრობს. რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ბჟანიას დაუსვა კითხვა, გაუძლებს თუ არა მისი აზრით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ზეწოლას, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს. ბჟანია საქართველოს ხელისუფლებას აქებს და ამბობს, რომ მან აქამდე გაძლო, და იმედი აქვს, რომ მომავალშიც გაუძლებს ზეწოლას:
“ვისურვებდი, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ამ თვალსაზრისით გაძლოს. იქ ყველაფერი მარტივად არ არის. წელს აპრილში სიტუაცია მარტივი არ იყო. იქ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო. შეძლებენ თუ არა, რომ მომავალშიც გაუძლონ, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რაიმე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ როგორც ვხედავთ, თითქოს უნდა გაუძლონ. თქვენ იცით, რომ მათაც არ აქვთ არანაირი ალტერნატივა. ვერანაირ ომს, ვერანაირ საბრძოლო მოქმედებებს საქართველო ვერ მოიგებს. ამ თვასაზრისით, სამხედრო გზით ვერანაირი მიზნის მიღწევა ვერ მოხდება. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ეს არ გვაშინებს. გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში – ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.