31 გარდაცვლილი და 2 დაკარგული – შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგი სტიქიური უბედურებიდან 22-ე დღეს | 24.08.2023

31 გარდაცვლილი და 2 დაკარგული – ასეთია შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგი სტიქიური უბედურებიდან 22-ე დღეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სტიქიის ზონიდან 40 კმ-ის მოშორებით იპოვეს. ნაპოვნია ასევე მოზარდის ცხედარი და ერთი ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიური უბედურების ზონაში წერტილოვანი გადამოწმებები მიმდინარეობს, საორიენტაციოდ კი აღებულია, დაახლოებით 8 ჰა ტერიტორია. ამ დროის მონაცემებით, 31 გარდაცვლილიდან 3 ადამიანის იდენტიფიცირებას ელოდებიან.