ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული – უკრაინა დამოუკიდებლობის დრეს აღნიშნავს | 24.08.2023

თავისუფლებისთვის ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32 წლისთავზე. დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა, როცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი გახდა.