თავისუფლებისთვის ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32 წლისთავზე. დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა, როცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი გახდა.