21-ე დღე შოვის სტიქიიდან – ნაპოვნია 29 ადამიანის ცხედარი, დაკარგულად კი ითვლება 4 | 23.08.2023

21 დღე შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან. ამ დროის მონაცემებით, მაშველების მიერ ნაპოვნია 29 ადამიანის ცხედარი, დაკარგულად კი ითვლება 4 მოქალაქე. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, ამ დროისთვის 29 გარდაცვლილიდან 27-ის ამოცნობა მოხერხდა. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც კურორტ შოვში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. მარგველიძე ამბობს, რომ პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებსა და მწვერვალებზე. მონიტორინგის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები არიან ჩართული.