ბელორუსში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. შესაბამისი შეტყობინება დიპლომატიური მისიის ვებგვერდზეა განთავსებული. ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ ლიტვის ხელისუფლებამ გასულ კვირას დახურა ორი საგუშაგო ბელორუსის საზღვარზე, რის შემდეგაც ოთხი საგუშაგო დარჩა ღია. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია სასაზღვრო პუნქტების შემდგომი ჩაკეტვა.
„ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ბელორუსში დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. უნდა განიხილოთ ქვეყნიდან ლიტვასთან და ლატვიასთან დარჩენილი ღია სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ან თვითმფრინავით გასვლის შესაძლებლობა. აშშ-ის მოქალაქეებს ბელორუსიდან პოლონეთში სახმელეთო გზით შესვლის უფლება არ აქვთ. არ ღირს რუსეთში ან უკრაინაში გადასვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი განიხილავენ ბელორუსთან საზღვრის სრული დახურვის შესაძლებლობას ვაგნერის დაქირავებული ჯარისკაცების ქვეყანაში ჩასვლისა და არალეგალური მიგრანტების საზღვრის გადაკვეთის მცდელობების გაძლიერების ფონზე.