მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება – ნაცმოძრაობა რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს | 17.08.2023

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით რადგან ქვეყანაში გლოვაა, ამიტომ პარტია მხარდამჭერებს და წარმომადგენლებს დახურულ რეჟიმში ხვდებიან და ესაუბრებიან ქართული ოცნების რეჟიმის ჩამოშორების გზებსა და სტრატეგიაზე ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ადამიანებს.