ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ირაკლი კობახიძის სინანულის არ სჯერათ. ოპონენტების შეფასებით კობახიძის განცხადება ტაქტიკური უკან დახევაა. მათი თქმით, კობახიძის განცხადებამ, რომლითაც მან შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ადამიანები ტყუილში დაადანაშაულა, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური და კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია, რასაც ჯერ კობახიძის მხრიდან შემდეგ კი მისი თანაგუნდელების მხრიდან მოჰყვა ბოდიში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ეჭვი შეიტანა შოვის სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მონაყოლში, გუშინ განმარტა, რომ თავის განცხადებას ნანობს. როგორც გუშინ კობახიძე ამბობდა, ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და უშუალოდ მისგან მოისმინა სტქიისგან გადარჩენის ისტორია. კობახიძემ მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა გადარჩენილების ისტორიის როცა უშუალოდ დავით ჯელაძეს შეხვდა. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გავცლედა ფოტოები სადაც კობახიძის და დავით ჯელაძის შეხვედრაა ასახული.
14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეეჭვება, ნამდვილად გაიარეს თუ არა დავით ჯელაძემ და მისმა 6 წლის დისშვილმა ის მანძილი ღვარცოფში. გარდა ამისა, მან “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა გადარჩენილების მონათხრობს, რომ “ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის ებრძოდა ღვარცოფს”.