“ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? – ადამ კინზინგერი | 14.08.2023

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სამაგალითო ლიდერად და ბრძენ ადამიანად მოიხსენიებს. კინზინგერი ღარიბაშვილის ამ ინტერვიუს აქვეყნებს, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ღარიბაშვილს კორუმპირებულს უწოდებს.

“ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? კორუმპირებული”, – წერს ყოფილი კონგრესმენი.

11 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში პრეზიდენტი სიძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. პრემიერის თქმითვე სიძინპინი მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ სიძინპინი შთაგონების მომცემი ლიდერია.