2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები რუსულ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა ოკუპანტებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
ამ დღეს, საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას 17 ქართველი გმირის სიცოცხლე შეეწირა. სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს პატივი.