გახსოვთ გაცქეული მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილი შინდისის გმირების მემორიალთან | 11.08.2023

ღარიბაშვილი შინდისის ბრძოლის 15 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შინდისის გმირების მემორიალთან მივიდა. მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ პრემიერმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და სააკაშვილის კრიტიკას უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე გმირების თავგანწირვაზე საუბარს. პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტს მხდალი, მოღალატე და გამყიდველი უწოდა.

პრემიერის დღევანდელ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს და უსინდისოს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ღარიბაშვილს, რომელმაც შინდისის გმირების მემორიალი ამ დრომდე ვერ გააკეთა, არ აქვს უფლება სააკაშვილი გააკრიტიკოს.