შოვში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს | 10.08.2023

შოვში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, შოვში დაღუპული 21 პირიდან 19 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს. ონის მერის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

სერგო ხიდეშელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქიას არავინ ელოდებოდა და გარკვეულმა პირებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ.