ნარჩუნდება დინამიკა გაუარესებისკენ – ექიმების კონსილიუმის ახალი დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე | 10.08.2023

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა “ვივამედის” მიერ მიწოდებული დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე შეფასება გამოაქვეყნა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია და ძალის დიფუზური დაქვეითება. გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინა დასკვნების კონტექსტში. ექიმთა ჯგუფის მორიგი ვიზიტი პაციენტ სააკაშვილთან სექტემბრის თვეში იგეგმება.