შოვში, დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა – მეშვიდე დღე სტკქიის ზონაში | 09.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოზარდის ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დრომდე, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 12 ადამიანის ძებნას.

შოვში დაღუპულთა შორის ამოიცნეს რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი, გენადი სულთანიშვილი. ის სოფელ გლოლის მკვიდრი იყო და შოვში კოტეჯებთან არსებული სასადილოს შეფზარეული იყო. ოჯახი ამბობდა, რომ 3 აგვისტოს ის სწორედ კოტეჯებთან იმყოფებოდა – სტიქიის ეპიცენტრში.

სტიქიის ზონაში 6 დღის  განმავლობაში ეძებდნენ, კაცს რომელიც შოვში საერთოდ არ ყოფილა იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გუშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთი დაკარგული მოქალაქე იპოვნეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ბიბილეიშვილი შოვში საერთოდ არ ყოფილა და მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისში იყო. როგორ აღმოჩნდა სტიქიის ზონაში დაკარგულთა სიაში ზურაბ ბიბილეიშივლი ?!– ამ საკითხზე განმარტებები  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.  ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის დროს დაკარგულად მიჩნეული ზურაბ ბიბილეიშვილის მონაცემები არასწორად იყო მიწოდებული. მისი თქმით, აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა.

უკვე მეშვიდე დღეა რაჭაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.