შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია, რატომ არ გვყავს ვერტმფრენები – პრემიერი კითხავს არ პასუხბს | 08.08.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შოვში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.  ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაკარგული ადამიანების პოვნა დროულად მოხერხდეს, თუმცა ჟურნალისტების კითხვები, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რატომ არ გვყავს ამ დრომდე შესაბამისი ვერტმფრენები პრემიერმა უპასუხოდ დატოვა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს არ ჰგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა. სარჯველაძის თქმით, ყველა ის მოქალაქე გადარჩაქ, ვინც “მასამ არ დაფარა”. შოვის სტიქიაზე საუბრისას დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციამ სცადა, მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც მისივე თქმით ამორალური საქციელია.