სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა – ძებნის ოპერაციის მეექვსე დღე დამეწყრილ შოვში | 08.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. მაშველები სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ დაახლოებით 15 ადამიანს. ამ ეტაპზე  დაზუსტებით იმის თქმა, იყო თუ არა მეტი ადამიანი სტიქიის ზონაში, შეუძლებელია.

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის  ღონისძიება მეექვსე დღეა  უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღეს საძიებო სამუშაოები უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მაშველებმა თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს  სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით.