“ოცნება” რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს” | 02.08.2023

კობახიძის გუშინდელ განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსული რუსებისთვის  აფხაზეთზე  კითხვის დასმა იგივეა, რაც სერბეთში ჩასულ ფრანგ ან გერმანელ ტურისტს კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ ჰკითხო, სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი გახარია.

“კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია “დაასაბუთა.” ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს,” – წერს გიორგი გახარიას.