შსს-ს მოწმეები განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი | 01.08.2023

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პოლიელის ცრუ ჩვენების სავარაუდო დანაშაულზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. საქმე ეხება, 2022 წლის 20 ნოემბერს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების მიერ თავისუფლების მოედანზე დავით ნარსავიძისა და ირაკლი კვეკვესკირის დაკავების ფაქტს. ეს პირები პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საფუძვლით დააკავეს. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივები. მათი განმარტებით, შსს-ს მოწმეები საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.