როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას – არასამთავრობოების შეფასება | 01.08.2023

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას – საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი, ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი  და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი რეკომენდაცია რომელიც დეოლიგარქიზაციას და დეპოლარიზაციას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. ეს არის რიგით მეხუთე დოკუმენტი რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა.  დოკუმენტი 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.