ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის პორტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “ქართველი ხალხის სახელით საუბარი ელჩის საქმე არაა”.
“რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება,” – ადამ კინზინგერი კობახიძეს მიმართავს.