საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ალმატის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი; ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.