საქართველო-ჩინეთის ერთობლივი განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ | 31.07.2023

საქართველო და ჩინეთი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აყვანის გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

სტრატეგიული პარტნოირიბა ოთხი კომპონენტისგან შედგება. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორის და კულტურული ურთიერთობების და საერთაშორისო განზომილება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი განცხადება პეკინში, საქართველოს და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.