ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან დაიწყება | 31.07.2023

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 1-ელ აგვისტოს, დილის 10 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გახდება ცნობილი. როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ. მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს ექვს საათამდე, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, რომ მათი საგამოცდო ჩამონათვალი ქულებიდან გამომდინარე ადეკვატურად შეცვალონ.