რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა – აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა, არიან დაჭრილებიც. ცნობილი ხდება, რომ ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები თანამებრძოლის გამოყვანის პროცესში ოკუპანტების თავდასხმის დაიჭრნენ, მათ შორის ხუთი ქართველი და სამი უკრაინელი ჯარისკაცია. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი უკრაინული ბატალიონის 28-ე ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის “შავი არწივის” მეთაური იყო.