რუსი ტურისტებით დატვირთული საკრუიზო ლაინერი უკვე ბათუმის პორტშია | 27.07.2023

რუსი ტურისტებით დატვირთული საკრუიზო ლაინერი  უკვე ბათუმის პორტშია.

საკრუიზო ლაინერმა  ტურისტები სოჭიდან  თურქეთის სანაპიროს გავლით ბათუმში დღეს დილით ჩაიყვანა.

გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება. საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო.