პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი და სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია დახვდნენ.
ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში, სპორტულ ღონისძიებაში 170-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასამდე სპორტსმენი , მათ შორის 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.
შეჯიბრი სპორტის სხავასხვა სახეობებში 8 აგვისტომდე გაგრძელდება.