ევროკავშირმა უკრაინას კიდევ ტრანში – 1,5 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გადაურიცხა როგორც მაკროფინანსური დახმარების ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად და რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის შენახვისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა – „სანამ რუსეთი აგრძელებს თავის დაუნდობელ ომს, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს კიდევ 1,5 მილიარდი ევრო გადავიხადეთ სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. დახმარება კიდევ იქნება“.
უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების მოცულობამ წელს 10,5 მილიარდ ევროს მიაღწია.
მთლიანობაში, მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბრიუსელი უკრაინისთვის წელს 18 მილიარდი ევროს გადარიცხვას აპირებს.