პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, თბილისში, ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ, რომელსაც სრულად ოკუპანტი ქვეყანა დააფინანსებს, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია, ამიტომ საკითხის გააქტიურების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. მათივე თქმით, თუ თბილისში, მართლა შეეცდებიან რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნას, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“, რეალურად, პრორუსული ძალაა.
მმართველი პარტიის წევრები საკითხის გააქტიურებაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნა არ იგეგმება.