აღმოჩნდება თუ არა ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის ახალ გაერთიანებაში გიორგი მარგველაშვილი | 25.07.2023

აღმოჩნდება თუ არა ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის ახალ გაერთიანებაში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის მათთან გაერთიანებას მიესალმება და მარგველაშვილთან კომუნიკაციას ადასტურებს.  ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროდასავლურ ფლანგზე მეოთხე პრეზიდენტი ყველასთვის სასურველი ლიდერია, რადგან ის ივანიშვილის და  რუსული პარტიის წინააღმდეგ მებრძოლია. მისი თქმით, არსებობს გარკვეული კავშირები და თანამშრომლობა გიორგი მარგველაშვილთან, თუმცა კონსულტაციები გაერთიანებაზე ჯერ არ გამართულა.

როგორც ცნობილია, ხაბეიშვილ-ვაშაძის გამარჯვების პლატფორმის ცენტრში მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება, ანონსდება ორი პარტიის წინასაარჩევნო ერთობის გამსხვილებაც, თუმცა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს საპარლამენტო არჩევნების წინ დამოუკიდებელი ან „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე ოპოზიციური პლატფორმის შექმნის გეგმა აქვთ. პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთობას სკეპტიკურად უყურებს და მათ მიერ შექმნილ „გამარჯვების პლატფორმას“ წარმატების ფორმულად არ მიიჩნევს.