“გამარჯვების პლატფორმა” საქართველოს დიდ გამარჯვებას მოუტანს – ვაშაძე-ხაბეიშვილის პირველი შეხვერა | 24.07.2023

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს. ორმა ოპოზიციურიმა პარტიამ  “გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან პირველი შეხვედრა გამართეს.  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს. “გამარჯვების პლატფორმის” პრეზენტაციაზე  ხაბეიშვილმა ასევე მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ძლიერი საქართველოს იდეიდან გამომდინარე, ყველა უნდა გაერთიანდეს. ვაშაძის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი “გამარჯვების პლატფორმა” საქართველოს დიდ გამარჯვებას და წინსვლას მოუტანს ევროპულ გზაზე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას რუსლი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ. მათივე თქმით, პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან “გამარჯვების პლატფორმას” და მათი კარი  ყველასთვის ღიაა.