ვინ ვისთან გაერთიანდება – ვაშძე-ხაბეიშვილის ახალი პოლიტიკური ალიანსი და ოპოზიციის გეგმები | 21.07.2023

“ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებას. კალაძე თვლის, რომ  ქვეყანაში  ერთადერთი ძალა არის “ქართული ოცნება”, ვისაც  მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია.

“მკვდარი მკვდარს აეკიდა” – ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებას. წულუკიანი დარწმუნებულია რომ ეს გაერთიანება წარმატებას ვერ მიაღწევს და პოლიტიკურ სივრცეში შედეგს ვერ მოიტანს.

“დამარცხების პლატფორმა” – ასეთია “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების შეფასება ვაშაძე-ხაბეიშვილის გუნდის გაერთიანებაზე. მმართველ პარტიაში ამბობენ რომ ორი დაზიანებული პარტია გაერთიანდა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობას კიდევ უფრო ასუსტებს. სახელისუფლებო პარტიაში თვლიან, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” რეალურად არც არასდროს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყოფილი.

ვაშაძე – ხაბეიშვილის ახალი პოლიტიკური ალიანსით  დაიშალა ხოშტარია-ჯაფარიძესთან ერთად შექმნილი პოლიტიკური ტრიოც.  ხოშტარიამ გუშინ განმარტა, რომ ვაშაძისაგან განსხვავებით საკუთარი თავს ამ ეტაპზე  “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ვერ ხედავს.

“დროას” გარდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს გამორიცხავენ პარტიები “ლელო”, “გირჩი” გახარიას გუნდი და “ევროპული საქართველო”.

გაერთაინდებიან თუ არა წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებიდან” რიგებიდან წასულები “ოცნების” წინააღმდეგ და შეიქმნება თუ არა მორიგი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილ წევრებთან კონსულტაციები აქვს.  ბესელია ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე  ელექტორატს მხოლოდ ორი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს და სხვა ალეტრანტივაც უნდა შეიქმნას.

პოლიტიკური გაერთიანება  ‘’გამარჯვების პლატფორმა’’, გუშინ, ოფიციალურად გაფორმდა.  გაერთიანება გაგრძელდება – სტრატეგიია აღმაშენებლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალები კვლავ მიხეილ სააკაშვილის პარტიის გარშემო შექმნიან გამრაჯვებიას პლატფორმას.  “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ პროდასავლური ძალების გაერთიანებასა და თანამშორმლობაში არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების ფორმულა.