საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს. ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი. პოლონელი ექიმის ინციდენტთან დაკავშირებით კი ალასანია ამბობს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია იყო მისი შვილის წინააღმდეგ. გიული ალასანია მომხდარში პენიტენციურ სამსახურის ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყოველთვის, როცა მისი შვილის თემის გააქტიურება ხდება, საქართველოში ცდილობენ ის მაქსიმალურად გადაფარონ.