ევროპარლამენტარები “ალტ-ინფოსა” და მისი ლიდერის კონსტანტინე მარგოშიას დასანქცირებას ითხოვენ | 20.07.2023

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, “ალტ-ინფო” და მისი ლიდერი, კონსტანტინე მარგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი. წერილის ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.ევროპარლამენტარები წერილის ადრესატებს მოუწოდებენ, “ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან, რათა უმაღლეს დონეზე დაგმონ  8 ივლისს Tbilisi Pride-ის წინააღმდეგ LGBTQI-ფობიური თავდასხმები”.ევროპარლამენტარები, ასევე, წერილში წერენ , რომ საქართველოს ოფიციალური პირები სასამართლო დევნის ნაკლებობის დემონსტრირებას ახდენენ 2019 და 2021 წლებში LGBTQI-ფობიური ძალადობაში ჩართული პირების წინააღმდეგ.

“ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ თქვენ, როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და თანასწორობის საკითხებში კომისარს მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ-ფობიური თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისაკენ ჯგუფ ალტ-ინფოსა და ჯგუფის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.ცნობილია, რომ ალტ-ინფო ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულნი იყვნენ, უზრუნველყონ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება,” – ევროპარლამენტარების ერთობლივი წერილი.