ბელგიური გამოცემა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღებაზე სტატიას აქვეყნებს | 19.07.2023

ბელგიური გამოცემა The Brussels Times საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ შესუსტებასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას.გამოცემა წერს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების გამო, ბელგია თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების განცხადებებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს.

“საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების გამო ბელგია ახლა თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების განცხადებას უფრო სანდოდ მიიჩნევს, განცხადებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რამაც პოტენციურად შეიძლება გახსნას კარები ქვეყნიდან დევნილი თავშესაფრის მაძიებლების ჩამოსვლისთვის.მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბელგიის საერთაშორისო ვალდებულებებში, შესთავაზოს თავშესაფარი გაჭირვებულებს, ის ასევე მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს და, პოტენციურად, უვიზო რეჟიმს ბლოკთან. დღესდღეობით საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უკუსვლის გამო, რის კულმინაციადაც იქცა უარი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე”, – The Brussels Times სტატია.