ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა, დაზარალებულია მოსახლეობა. კოკისპირული წვიმის გამო დატბორილია შენობების პირველი სართულები. წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე დატბორვის შედეგად სახლებში დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ქუთაისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ განხორციელდა. ადგილობრივების თქმით, დილის ოთხის ნახევრიდან რეკავდნენ 112-ში, მაგრამ მაშველები მოქალაქეების დასახმარებლად არ მისულან, ამის მიზეზად ტექნიკის არქონა დასახელდა. უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია.