რატომ შემოუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსი ბლოგერი დიმიტრი შილოვი | 17.07.2023

რატომ შემოუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსი ბლოგერი დიმიტრი შილოვი, რომელსაც შესაძლოა ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული –  საკითხზე სამართალდამცავი უწყებები ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებენ. ვიდეოს რუსეთის მოქალაქე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და ამბობს, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება მაგრამ ჩადიოდნენ.  შილოვი საქართველოში  მამასთან ერთად ჩამოფრინდა.

“თბილისში ჩამოვედით, გავიარეთ ყველა კონტროლი და შემოწმება, თურმე აფხაზეთში სიარული არ შეიძლება, ჩვენ კი ჩავდიოდით”, – აცხადებს დიმიტრი შილოვი.