პუტინის განცხადებით “უკრაინის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და “სპეციალური ოპერაციის” ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს საფრთხეა”. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება ბრძოლის ველზე სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და, ზოგადად, ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება სხვადასხვა იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვხედავთ, რამხელა იმედს ამყარებენ დიდი დიაპაზონის რაკეტების მიწოდებაზე. ამიტომ, ბრძოლის ველზე ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება აირჩიოს გზა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნია,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.