„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ადგილზე იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, 358000 პენსიონერს საპენსიო სესხი უნდა გაუნულდეს, ხელისუფლების შეცვლისთანავე კი პენსია 400 ლარამდე გაიზარდოს და საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელი გახდეს. მისივე თქმით, პენსიების მატება ბიუჯეტიდან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით არის შესაძლებელი.