“სამშობლოში კარგი შედეგით ვბრუნდებით – ზელენსკის ვიდეომიმართვა | 13.07.2023

“დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატო-სკენ მიმავალ გზაზე,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ადრე არასდროს არ თქმულა ნატო-ს წევრების მხრიდან სიტყვები: “თქვენ ხართ თანასწორები თანასწორთა შორის”, ახლა კი ყველას ესმის, რომ ეს ფაქტია. ზელენსკის განცხადებით, ამ ფაქტს აუცილებლად დაადასტურებენ გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით.

“სამშობლოში კარგი შედეგით ვბრუნდებით, ჩვენი მეომრებისთვის, რაც მთავარია, კარგი შეიარაღებით. ეს საჰაერო თავდაცვას, რაკეტებს, ჯავშანტექნიკას და არტილერიას მოიცავს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ეს უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებია, რომლებსაც მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია ადასტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში, – იქნება. პირველად, არა მხოლოდ ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე, არამედ ალიანსის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ამას ენერგიულად უბიძგებს. ადრე არასდროს არ თქმულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები: “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის, რომ ეს ფაქტია და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებითა და ნატო-ში შესვლით,”- გაანაცხადა ზელენსკიმ.