პატრიარქი სვეტიცხოვლობას არ ესწრება. წირვას მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი ატარებს | 13.07.2023

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება.

პატრიარქი სვეტიცხოვლობას არ ესწრება. წირვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოების წევრებთან ერთად ატარებს. აღდგომის შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე რელიგიური დღესასწაულია, როცა პატრიარქი საეკლესიო მსახურებაში არ მონაწილეობს. საქართველსოს საპატრიარქოს ინფორმაციით  პატრიარქს ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, რომ  ღვთის მსახურება აღავლინოს.