დეკანოიზე და გოცირიძე აქვეყნებენ მონაცემებს, რომლებიც საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს ასახავს | 13.07.2023

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე აქვეყნებენ მონაცემებს, რომლებიც საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს ასახავს. „საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროოპტიმისტებმა“ მიგრაციასთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გამართა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციით და შობადობის კლებით. მისი თქმით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა.