დახურული კონსულტაციები ვაშძის პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის- შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას | 13.07.2023

ამ ეტაპზე უცნობია  შეძლებს თუ არა წინასაარჩევნოდ ოპოზიცია გაერთიანებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებთან გაერთიანებას განიხილავენ. ოპოზიციაში ერთიან სამოქმედო გეგმაზე შიდა დახურული კონსულტაციები ვაშაძის პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის უკვე მიმდინარეობს. ცნობილი ხდება რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია სამომავლოდ, „სტრატეგიაა აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებასაც არ გამორიცხავენ. თავად პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე და ერთიანი ძალებით “ქართული ოცნების” დამარცხებაზე დიდი ხანია საუბრობს.

ოპოზიციის  ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

მმართველი გუნდი ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ირონიულად და სკეპტიკურად უყურებს და ოპონენტებს „ქართული ოცნების“ კონკურენტებად არც კი აღიქვამს.