ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ევროპარლამენტარებს ხვდება | 12.07.2023

ნიკა გვარამია  სტრასბურგშია -“მთავარი არხის” დამფუძნებელი უკვე მეორე დღეა  ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. პოლიტიკური დევნა, მედიაგარემო, პროპაგანდა და მესამე პრეზიდენტის საკითხი – ეს ის თემები იყო, რომლებზეც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ ისაუბრა.